22 ივლისი 2026,   06:46
ვრცლად
"ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები უფრო ჯობს, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეურაცხმყოფელი" - გურამ მაჭარაშვილი

"ჩვენ ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები უფრო ჯობს, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეურაცხმყოფელი", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, გაიგებს ყველა, მათ შორის გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივს სცემს ქართველ ხალხს.

"გერმანიის ელჩმა, ბატონმა პიტერმა მოახერხა სულ რამდენიმე წელიწადში, ოფიციალურად, წელიწად-ნახევრის დაგვიანებით გაიგეს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. იმას არავინ არ დაიჯერებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიაში გადაახვიეს წელიწად-ნახევრით ადრე და მერე ნახეს, თუ ვინ აირჩია საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად. გამომდინარე აქედან, ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია უფრო, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეურაცხმყოფელი. ამაში დარწმუნდებიან და ეს 10 თვის დაგვიანებით მოხდება თუ ერთი წლის დაგვიანებით, აუცილებლად მოხდებოდა. ამის მერეც, დარწმუნებული ვარ, გაიგებს ყველა, მათ შორის გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოს და ერს, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივს სცემს ქართველ ხალხს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

დღის ამბები