თელავში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები. დასრულდა დამცავ დამბებამდე მისასვლელი გზის გაყვანა. ამჟამად კი აქტიურად გრძელდება ქალაქის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები.
რაც შეეხება სოფლებში სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს,ფერმერებს უკვე შეუძლიათ დატბორილ სავარგულებამდე მანქანით შეუფერხებლად გადაადგილება. სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად შესაბამის სამინისტროებთან აქტიურად მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა.