20 ივლისი 2026,   19:48
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული ფინალი: ესპანეთისა და არგენტინის დაპირისპირებას მაყურებელი "რუსთავი 2-ის"მ პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს

მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების ცენტრში ამ წუთებში ნიუ-ჯერსის "მეტლაიფ სტადიუმია", სადაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი მიმდინარეობს.

პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტიტულს ერთმანეთს ესპანეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები ეცილებიან. 82 ათასზე მეტი გულშემატკივრის თვალწინ შეხვედრა უკიდურესად დაძაბულად დაიწყო და მეორე ტაიმშიც ანგარიში კვლავ - 0:0.

მატჩის პირველმა ნახევარმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, სადაც ორივე გუნდი აქცენტს ტაქტიკურ სიფრთხილეზე აკეთებდა.

განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არგენტინელთა დაცვის ხაზი აღმოჩნდა - "ალბისელესტეს" შემადგენლობიდან ყვითელი ბარათები უკვე მიიღეს ლისანდრო მარტინესმა და ლეანდრო პარედესმა.

ფინალამდე ორივე გუნდმა ურთულესი გზა გაიარა.
არგენტინამ ნახევარფინალში დრამატულ ბრძოლაში ინგლისს სძლია - 2:1, სადაც გუნდს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა, ლიონელ მესიმ ულიდერა. თავის მხრივ, ესპანეთმა ნახევარფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები ჩამოიშორა გზიდან 2:0 და ფინალს ფენომენალური სტატისტიკით შეხვდა - ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა მთელ ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლის გაშვება აკმარეს მეტოქეებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი უკვე ცნობილია. გუშინ გამართულ მე-3 ადგილისთვის მატჩში ნამდვილი საფეხბურთო თრილერი გათამაშდა, სადაც ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთი ანგარიშით 6:4 დაამარცხა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. ამ წუთებში კი ფინალში გადამწყვეტი წუთები მიმდინარეობს და საფეხბურთო სამყარო ახალი ჩემპიონის მოლოდინშია.

მსოფლიო ჩემპიონატს მაყურებელი "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.

დღის ამბები