დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მდებარე 5-სართულიანი კორპუსის მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა. პაციენტი სასწრაფო დახმარებამ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
მედიკოსების თქმით, ბავშვი კონტაქტურია, თუმცა რადგან დაზარალებულს თავის კომპიუტერული კვლევა ესაჭიროება კატასტროფის ცენტრმა თბილისში ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.