18 ივლისი 2026,   22:03
ვრცლად
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა დონალდ ტრამპი, ჩვენი სურვილია გადავტვირთოთ ურთიერთობები და ასეთი გზავნილები ოპტიმიზმს გვინარჩუნებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და ასეთი გზავნილები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები მთლიანად, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს. ესაა ჩვენი სურვილი და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით,"- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სახელზე დონალდ ტრამპის წერილი დღეს, 17 ივლისს მოვიდა.

 

დღის ამბები