თბილისში გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. ღონისძიება ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს აერთიანებს.
კონფერენციაზე უკვე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. კონგრესის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ექსპერტები გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე იმსჯელებენ.