17 ივლისი 2026,   20:47
ვრცლად
ჩილეში, ძლიერი წვიმების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - ქვეყანაში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

ჩილეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, ძლიერმა წვიმებმა სამი ადამიანი იმსხვერპლა. უამინდობის გამო გათიშულია ელექტროენერგია, მასშტაბურმა წყალდიდობამ გზების გადაკეტვა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შტორმმა ქვეყნის დიდ ნაწილში, ძლიერი ქარი და წვიმები გამოიწვია. პრეზიდენტი ხოსე ანტონიო კასტი ბიობიოს რეგიონს ეწვია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიაა.

ხელისუფლების ცნობით, ცენტრალურ ზონაში, პარასკევს, ყველაზე ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.

მედიის ინფორმაციით, ძირითადად კოკიმბოს რეგიონში, წყლის დონის აწევის გამო, ამ დროის მონაცემებით შვიდი ადამიანი დაშავდა, 79 დაზარალდა, 466-ს პირს თავშესაფარი მიეცა და 158 ადამიანი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი, 257 000 აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

დღის ამბები