საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წალენჯიხის რაიონში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობასა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სქურის საეკლესიო არქიტექტურა და თავად სქურის ხეობა, რომლის განვითარებისთვისაც სახელმწიფო აქტიურ ნაბიჯებს დგამს.
"გასაოცარი არის ის კულტურული და ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ქართველებს გვაქვს და რომელსაც ამ ეპარქიაში განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. სქურის ეკლესია კიდევ ცალკე გამოსარჩევია მისი არქიტექტურიდან გამომდინარე. იცით, რომ სქურში თავის დროზე არსებობდა კურორტი და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განვითარებისთვის გაკეთდეს ყველაფერი და, როგორც ცნობილია, იგეგმება სქურის გზის აღდგენა. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა, მათ შორის პარლამენტშიც, როდესაც მას ჰქონდა წლიური ანგარიშის წარდგენა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წალენჯიხა და ეს ხეობა ინფრასტრუქტურულად განვითარდეს",-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.