16 ივლისი 2026,   23:15
ვრცლად
უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, "ნაფტოგაზის" აღმასრულებელი დირექტორი, სერგეი კორეცკი უკრაინის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ის იულია სვირიდენკოს შეცვლის, რომელიც მთავრობასთან ერთად 14 ივლისს გადადგა.

მედიის ინფორმაციით, კორეცკის კანდიდატურას 289 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მოგვიანებით, დაგეგმილია კენჭისყრა, სადაც ახალი მინისტრების დანიშვნა მოხდება.

ცნობისთვის, 14 ივლისს, უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა, რომელიც მთავრობას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მეორე დღეს, პარლამენტს განსახილველად კორეცკის კანდიდატურა წარედგინა.

დღის ამბები