საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდი მუჰამედოვი ეწვია.
თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა.
ამ წუთებში თურქმენეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ. მანამდე კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.
დღესვე იგეგმება თურქმენეთის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი ღონისძიებები.