თბილისში დღეს თურქმენეთის პრეზიდენტს ელოდებიან - სერდარ ბერდი-მუჰამედოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. მისი მასპინძელი მიხელ ყაველაშვილია.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია რამდენიმე საათში (11:30) ათონელის რეზიდენციაში შედგება.
გაიმართება ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.
თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც.