მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.
ფეხბურთს უყურებენ ყველგან, სადაც "რუსთავი2"-ია.
ჩემპიონატის საჯარო ჩვენება კიდევ ერთ ლოკაციაზე - ბათუმში მიმდინარეობს.
"რუსთავი 2"-ისა და მერიის ორგანიზებით, ევროპის მოედანზე სპეციალური სივრცე მოეწყო. ადგილზე მოწყობილია კვების სივრცეები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფან ზონები, სცენა და დიდი ეკრანი.
"მოვუწოდებ მოსახლეობას და ჩვენს ქალაქელებს, რომ მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს და ერთად შევქმნათ ქალაქში სპორტული ატმოსფერო," - აღნიშნა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა, სულხან აბულაძემ.
ავტორი: ია გოლიაძე