15 ივლისი 2026,   11:55
ვრცლად
ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად განსაზღვრულია 4 თვე.

პროექტის მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ადგილობრივი კვების პროდუქტების სარეალიზაციოდ განკუთვნილ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს თანამედროვე სავაჭრო და სამეწარმეო ზონები, ტერიტორიაზე დაიგეგმება პავილიონების, სათავსოების და ჯიხურების განთავსება, ავტოსადგომის მოწყობა, ასევე, საზოგადოებრივი სველი წერტილების, უსაფრთხოების, გარე განათების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნა.

 

დღის ამბები