15 ივლისი 2026,   23:30
ვრცლად
სტიქიიდან მეოთხე დღე თელავში - კავკასიონის ქუჩიდან უკვე მთლიანად გატანილია ქვა-ღორღი და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილი

სტიქიიდან მეოთხე დღე თელავში - კავკასიონის ქუჩიდან უკვე მთლიანად გატანილია ქვა-ღორღი და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილი. მძიმე ტექნიკით სამუშაოები, ძირითადად, სეხნიაშვილის ქუჩაზე გრძელდება. სრულად აღდგენილია გაზმომარაგება და დენის მიწოდება.

აქტიურად დაიწყო გუშინ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაზარალებულ სოფლებშიც, სადაც მდინარეების ადიდების შედეგად, სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაიტბორა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ოპერატიული შტაბიც.

"კავკასიონის ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად აღდგენილია. ფაქტობრივად დაწმენდილია ქვა-ღორღისგან. მძიმე ტექნიკის მუშაობა ისევ მიმდინარეობს. აღდგენილია ბუნებრივი აირის და დენის მიწოდება ყველა აბონენტთან, უკვე შეუფერხებლად მიეწოდებათ. ერთადერთი, რჩება ძალიან მცირე ლოკაციებზე წყლის მიწოდება და ამაზეც მიმდინარეობს სადღეღამისო სამუშაოები, უმოკლეს დროში ყველა აბონენტს მიეწოდება წყალი“, - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.

 

დღის ამბები