ქარელის მუნიციპალიტეტიდან პაციენტის თბილისში გადმოყვანა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გახდა საჭირო. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.
112-ში შესული შეტყობინების შედეგად კი გაირკვა, რომ სოფელი ნათლისმცემიდან რთული რელიეფის გამო სახმელეთო ტრანსპორტირება დროულად შეუძლებელი იყო, რის გამოც სამაშველო ოპერაციაში მეხანძრე-მაშველები და ავიაცია ჩაერთო. დედაქალაქში ჩაყვანილი მოქალაქე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანა.