14 ივლისი 2026,   22:38
ვრცლად
"ახლა ვიმყოფებით მდინარე კისისხევის კალაპოტში, სადაც სამი ერთეული მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ და დავიწყეთ ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება-აღდგენა" - პლატონ კალმახელიძე

სტიქიიდან მესამე დღე კახეთში - თელავში კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.

თელავის გარდა, სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს და ჯებირებს ამაგრებს. ადგილზე იმყოფებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

"ახლა ვიმყოფებით მდინარე კისისხევის კალაპოტში, სადაც სამი ერთეული მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ და დავიწყეთ ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება-აღდგენა. შემდგომი საფუძვლიანად იქნება შესწავლილი აღნიშნული ხევის კალაპოტი და იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ მოვახდინოთ ამ ნატანი მასის გატანა და კალაპოტის საფუძვლიანად გამაგრება. ანალოგიური სამუშაოები დაიწყება შალაურის ხევში, ვარდისუბნის ხევში და ყველა ხევში, იქ სადაც 12 ივლისს მოსულმა ნალექმა შექმნა პრობლემები," - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე.

 

 

 

დღის ამბები