უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას. ეს გადაწყვეტილება მთელი მთავრობის გადადგომას ნიშნავს - ინფორმაციას გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას რადაში 258 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სვირიდენკოს გადადგომის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივლისს, პოლიტიკური სტრატეგიის შეცვლის ფარგლებში დააანონსა.
ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტის განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობაში ცვლილებები დააანონსა.
მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე საბოლოო კანდიდატი ჯერ შერჩეული არ არის, მთავრობა ამჟამად ოთხ კანდიდატს განიხილავს: "ნაფტოგაზის" საბჭოს თავმჯდომარეს და "უკრნაფტას" დირექტორს სერგეი კორეცკის; ენერგეტიკის მინისტრ დენის შმიგალს; თავდაცვის მინისტრ მიხაილ ფედოროვს და ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვს.