13 ივლისი 2026,   20:00
ვრცლად
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა ჩაერთვება

თელავში, გაწმენდითი და სტიქიის საპრევენციო სამუშაოები დილით ადრე განახლდა. კავკასიონის ქუჩა, რომელიც ქვა-ღორღით იყო სავსე, ამჟამად უკვე გასუფთავებულია. 

პარალელურად, სრულად მოხდა დაზიანებული ხიდის დემონტაჟი. ამ წუთებში, მძიმე ტექნიკა ასრულებს კალაპოტის გასუფთავებას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა ჩაერთვება, ადგილზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ელოდებიან. მათთან ერთად, სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ კავკასიონის ქუჩაზეა შეფერხებული და ისიც ეტაპობრივად აღდგება.  

"ოპერატიულად იქნა მობილიზებული რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა, რომელმაც დაიწყო მყისიერად გაწმენდითი სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოები. დღესაც გრძელდება. გუშინ ძალიან ეფექტურად იმუშავა კომპანია "ენერგო პრომ" და ასევე "თელავ გაზმა", შესაბამისი სერვისის აღდგენის კუთხით," - ამბობს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

დღის ამბები