14 ივლისი 2026,   09:40
ვრცლად
"თავდასხმაში მონაწილეობდნენ ავიაგამანადგურებლები, სამხედრო ხომალდები, საჰაერო დრონები და აშშ-ის საზღვაო დამრტყმელი დრონები. ჰორმუზის სრუტეს ირანი არ აკონტროლებს" - CENTCOM

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შტატებმა ბოლო ოპერაციის შედეგად ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარადარო სადგურები, სარაკეტო და დრონების ბაზები გაანადგურა. ამის შესახებ CENTCOM-ი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნავს.

"ოპერაციის ფარგლებში აშშ-მა გაანადგურა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარადარო სადგურები, სარაკეტო და დრონების ბაზები, ასევე საზღვაო საშუალებები. თავდასხმაში მონაწილეობდნენ ავიაგამანადგურებლები, სამხედრო ხომალდები, საჰაერო დრონები და, პირველად, აშშ-ის საზღვაო დამრტყმელი დრონები.

ჰორმუზის სრუტე გლობალური ვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო დერეფანია. ირანი მას არ აკონტროლებს.

ირანის მხრიდან მიმდინარე დაუსაბუთებელი აგრესიის, შევიწროების, მუქარისა და თვითნებური განცხადებების მიუხედავად, აშშ-ის ძალები მზადყოფნაში იმყოფებიან, რათა კომერციული გემებისთვის თავისუფალი ნაოსნობა უზრუნველყონ", - ნათქვამია CENTCOM-ის ინფორმაციაში.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები