პარიზის სამხრეთით მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ტყეში გაჩენილმა ცეცხლმა უკვე 800-ს ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ავიაცია.
სტიქიის გამო, ნაწილობრივ ჩაიკეტა ქვეყნის მთავარი - ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი. საგზაო მოძრაობა შეფერხებულია პარიზიდან აღმოსავლეთით მიმავალ გზებზეც, პრობლემები შეიქმნა საფრანგეთის სამხრეთის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებლების ხაზზეც.
რეკორდულმა სიცხემ ტყის ხანძრები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ესპანეთი, სადაც ალმერიაში 5 დღის წინ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული გაერთიანებულ სამეფოშიც.