ისტორიაში პირველად, თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკული სპორტული ორგანიზაციის უმაღლესი დონის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ჩატარდა.
მასში მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი მონაწილეობდა, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის, მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეჰუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.
ღონისძიების მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეჰუდოს შორის გაიმართა, რომელშიც ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ხოლო RAF Georgia-ს გამარჯვებულები ქართველი სპორტსმენები - გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ.
RAF Georgia-ს ღონისძიება საქართველოში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.