11 ივლისი 2026,   22:30
ვრცლად
აქვთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, დროულად გამოკითხონ მოწმეები, დროულად მოახდინონ მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება - ადვოკატი თამარ ლუკავა იოსებ სიგუას საქმეზე

მეუღლის მიმართ ძალადობაში დადანაშაულებულმა პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა და ბრალდებების გამჟღერებელი მეუღლისა თუ კონკრეტული მედიასაშუალების წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სამართლებრივ დავას იწყებს.

საქმის ირგვლივ დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა, სადაც ელექტრონული ზედამხედველობის მონიტორინგის ძალაში დატოვების საკითხი განიხილეს.

გამოძიების ობიექტურად წარმართვის აუცილებლობასა და ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის დროულად მინიჭების მოთხოვნაზე ადვოკატმა თამარ ლუკავამ ისაუბრა.

"ჩვენი მთავარი მიზანი ახლა არის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების წარმოება ჩატარდეს ობიექტურად, დროულად, ვინაიდან ჩვენს მიერ მიწოდებულია სრულყოფილი ინფორმაცია პროკურატურისთვის. აქვთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ და დროულად გამოკითხონ მოწმეები, დროულად მოახდინონ მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება," - განაცხადა თამარ ლუკავამ.

დღის ამბები