27 ნოემბერი 2026,   16:42
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერთან, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და გამგეობის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონებში ბოლო სამი თვის განმავლობაში გამართულ კონფერენციებსაც, რაც, პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ახალგაზრდების მოსაზრებების მოსასმენად.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალგაზრდებმა პრიორიტეტულ საკითხებად სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა და სტაჟირების პროგრამების გაფართოება დაასახელეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში არაერთი ახალი პროექტი განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მან მადლობა გადაუხადა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ახალგაზრდებთან აქტიური და უშუალო კომუნიკაციისთვის, რაც, მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშესაწყობად.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები სახელმწიფოს მომავალია, რომელთაც ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ.

დღის ამბები