თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. პროკურატურამ 30 ნოემბერს ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 30 მარტს „2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე“ 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა ბრალდება.
ელისაშვილის თანაგუნდელები თვლიან, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არის. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ სასამართლოს შენობის გადაწვის მცდელობა სამეთვალყურეო კამერების მიერ ცხადად არის დაფიქსირებული.