10 ივლისი 2026,   18:38
ვრცლად
შალვა გოგოლაძე RAF-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე RAF-ის აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელ ჩად ბრონსტეინს, RAF-ის საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელ ელდარ ელდაროვსა და RAF-ის მედიის დირექტორსა და თანადამფუძნებელ ერიკ ბიშოფს შეხვდა. შეხვედრაზე 11 ივლისს საქართველოში დაგეგმილ "RAF Georgia"-ს ღონისძიების შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა RAF-ის დამფუძნებელთა გუნდს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და RAF Georgia-ს ხელმძღვანელი თევდორე მაყაშვილი.

Real American Freestyle-ის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.

დღის ამბები