10 ივლისი 2026,   02:17
ვრცლად
მოჰამად ბაგერ ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ირანთან შეთანხმების შემთხვევაში გაიხსნება

ირანის მთავარი მომლაპარაკებლის მოჰამად ბაგერ ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ირანთან შეთანხმების შემთხვევაში გაიხსნება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა.  

"ამერიკას ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებია, რომ დაშინება და დაპირებების დარღვევა შედეგების გარეშე არ სრულდება. მინდა ნათლად განვაცხადო: თუ დარტყმას განახორციელებთ, დარტყმას მიიღებთ. ნუ ფართხალებთ უაზროდ, თორემ კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირებით: ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ირანის პირობებით გაიხსნება და არა ამერიკის მუქარით", - დაწერა ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა და პარლამენტის სპიკერმა.

დღის ამბები