08 ივლისი 2026,   23:55
ვრცლად
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ საქართველოს განათლების სისტემას უმაღლეს შეფასება მისცა - რა წერია ENQA-ს ექსპერტთა დასკვნაში

ENQA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია. გადაწყვეტილებისას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ, რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელა, მათ შორის, დამოუკიდებლობის ხარისხით. ითქვა, რომ დასკვნის პოზიტიური შედეგი სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობა და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებია.

რამდენიმეთვიანი მუშაობის ფარგლებში ექსპერტებმა 2024-25 წლებში, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებები შეისწავლეს. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

მნიშვნელოვანი აღიარება - ასე აფასებს გადაწყვეტილებას საქართველოს განათლების მინისტრი. გივი მიქანაძის განმარტებით, დოკუმენტი სახელმწიფოს მიერ გატარებული კონკრეტული რეფორმების შედეგია. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად მიმართვას, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრში გადაიგზავნება. მიზანი კი - ჩვენი ქვეყნისთვის ამჟამად შეჩერებული სტატუსის აღდგენაა.

ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტები ცენტრში მიმდინარე წლის თებერვალში იმყოფებოდნენ. მათ მიერ გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზე , EQAR-ის რეესტრში სტატუსის აღდგენას - მიმდინარე წლის შემოდგომაზე ელოდებიან.

დღის ამბები