08 ივლისი 2026,   03:39
ვრცლად
გიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები

როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ყველა მიმართულებით თვისობრივად ახალი პროექტები, პროგრამები, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი დანიშვნიდან ერთი წლის მანძილზე უამრავი მიმართულებით სხვადასხვა სახის პროგრამები და პროექტები შეიქმნა.

"ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა ამ ფორმატში, ამ საოცარ გარემოში, როდესაც ყველაზე ახლოს ვართ აფხაზეთთან.
დღეს ამ ფორმატში მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დანიშვნიდან ერთი წლის ანგარიში და გავლილი ერთი წელი ნამდვილად იყო თვისებრივად ახალი ახალი ინიციატივების, ახალი პროგრამების მართვის სისტემის დანერგვის წელიწადი და ძირითად კომპონენტებს შემოგთავაზებთ, რაც ამ ერთ წელში გაკეთდა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის.

როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, შესაბამისად, გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ყველა მიმართულებით თვისობრივად ახალი პროექტები, პროგრამები," - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

დღის ამბები