07 ივლისი 2026,   20:26
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ვილსონის ინიცირებულ რეზოლუციაზე: ეს არის ერთი ადამიანის აკვიატება, რომელიც გადაეკიდა ჩვენს ქვეყანას თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე

"ეს არის ერთი ადამიანის აკვიატება, რომელიც გადაეკიდა ჩვენს ქვეყანას თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ აკვიატებიდან ვერ გამოდის", - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კონგრესმენ ჯო ვილსონის მიერ დაინიცირებული რეზოლუციის შესახებ დასმულ კითხვას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვილსონისთვის "აკვიატებული დამოკიდებულებები" უცხო არაა. 

"მისი ცნობილი სამსართულიანი მიმართვაა საქართველოს მიმართ, როგორც პრორუსულ- პროჩინურ-პროირანურლი... ამ პროფანაციას სერიოზულად არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამას გვირჩევს ჩვენი ზოგიერთი ამერიკელი კოლეგაც. ყველაზე სწორი გამოსავალი არის ყურადღების არმიქცევა. გასაგებია ეს აკვიატება და სწორედ ასე ექცევიან ასეთ ადამიანებს.

მარტო ჩვენთვის კი არ არის მისი აკვიატებები, მოაბეზრა თავი თავის დელეგაციის ხელმძღვანელსაც და უთხრა, რომ აშშ-ში არ დაგინახო ჩამოსულიო. ასეთი აკვიატებული დამოკიდებულებებით, თავს აბეზრებს ყველას და ქართულ საზოგადოებასაც მოაბეზრა თავი. მთავარია, მის ქცევაზე ნერვი არ ავიშალოთ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები