მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს.
პატრიარქი სენაკშია. შიო მესამემ საზეიმო წირვა აღავლინა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში.
წირვას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმიმადგენლებიც დაესწრნენ. ეს იყო პირველი წირვა, რომელიც შიო მესამემ პატრიარქის რანგში სენაკში აღავლინა.
"გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ გაგახაროთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მისი ლოცვით უფალი შეგვეწიოს.
სინანულის სწავლაში და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი და ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა, ამინ!" - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგების დროს.