"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. პოზიციები ისევ გაყოფილია, როგორც თავმჯდომარის კანდიდატურასთან, ისე მისი არჩევის წესთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მომაკვდავი ორგანიზაციაა, რომელიც რაღაც მანიპულაციებს ატარებს, თუმცა ეს ქმედებები არაფერს მოიტანს.
"ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ "პოპკორნი" და უყურეთ - მიხვდებით ვისთან გაქვთ საქმე. ეს არის მომაკვდავი ორგანიზაციის რაღაც მანიპულაციები, რომელიც არაფერს არ მოიტანს. ერთს აირჩევენ თავმჯდომარედ, მეორეს თუ ოპრივე ერთად იქნება თანათავმჯდომარე, ან კიდევ ვიღაცას ჩამოიყვანენ უცხოეთიდან, რომ ამათ უშველოს - არაფერი ამათ არ უშველის", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.