"წელს რეკრუტირების კუთხით კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დავამყარეთ და ამას გეგმაზე რამდენიმე თვით ადრე მივაღწიეთ. სამხედროებში მორალური განწყობა არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, შტატების არმია არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს, ომის დეპარტამენტი კი ასეთი "ცხელი".
"შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და მძლავრი, როგორც დღეს. არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ახლოსაც კი ვერ მოდიან!
წელს რეკრუტირების კუთხით კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დავამყარეთ და ამას გეგმაზე რამდენიმე თვით ადრე მივაღწიეთ. სამხედროებში მორალური განწყობა არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი. ჩვენი შეიარაღებული ძალების შეუდარებელი ძლიერება სრულად გამოიკვეთა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმის დროს და ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ომის დეპარტამენტიც არასდროს ყოფილა ასეთი "ცხელი".
ეს ასე უნდა შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ, როდესაც კონგრესი მუშაობას განაახლებს, უნდა მივიღოთ საბიუჯეტო შეთანხმება, რომელიც თავდაცვისთვის 350 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, ასევე აქტი "გადაარჩინე ამერიკა".
ლუკა ჩლაიძე