თურქეთის დედაქალაქი ბოლო 22 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამიტს მასპინძლობს. ორ დღიანი ფორუმი ანკარაში დღეს იხსნება. შეხვედრებს ნატოს 32 წევრი ქვეყნის ლიდერი და ასამდე მაღალი რანგს დიპლომატი დაესწრება.
ფორუმის მთავარი თემები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, კიბერ-უსაფრთხოება და თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებაა. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დღის წესრიგშია უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი მოდელი, გლობალური პარტნიორობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან და სამხრეთის მიმართულებით უსაფრთხოების გამოწვევები.
საუბარი იქნება დონალდ ტრამპის ფინანსურ ულტიმატუმზეც, რომელიც მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების ხუთ პროცენტამდე გაზრდას ითვალისწინებს. სწორედ ამ საკითხზე გააკეთა აქცენტი ნატოს გენერალურმა მდივანმა ანკარაში, სამიტის გახსნამდე. მარკ რუტეს განცხადებით, ნატოს წევრმა ევროპის ქვეყნებმა და კანადამ აღნიშნული ხარჯები 4 პროცენტამდე უკვე გაზარდეს.