06 ივლისი 2026,   21:21
ვრცლად
"105 წელი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისკენ" - თბილისში, ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, სემინარი გაიმართა

"105 წელი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისკენ" - ამ სახელწოდებით თბილისში, ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, სემინარი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ჩინეთის განვითარების ისტორიაზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე, ეკონომიკური მოდერნიზაციის გამოცდილებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. 

"ვისაუბრეთ კომუნისტური პარტიის როლზე ჩინეთის აღმშენებლობაში, მოდერნიზაციაში, მის განვითარებაში. ზოგადად საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ როგორც მცირე ქვეყანას, პატარა სახელმწიფოს, გვჭირდება ისეთი მეგობარი ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ საერთაშორისო სამართალს და მის ნორმებს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძალიან ხელსაყრელია ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობა", - აცხადებს ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევების ცენტრის დირექტორი ბექა ნაცვლიშვილი.

დღის განმავლობაში გაიმართა თემატური სესიები. ელჩმა ისაუბრა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

"ეს სემინარი ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 105 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე ვისაუბრეთ ჩინეთის განვითარების წარმატების საფუძვლებზე და განვიხილეთ ჩინეთის მიერ ინიციირებული კონცეფცია კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნის შესახებ. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, იცით, რომ პრეზიდენტებმა ერთმანეთს მიულოცეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2023 წელი, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. გვჯერა, რომ მომავალშიც ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან დიდი პოლიტიკური ნდობა არსებობს ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში როგორიცაა ტურიზმი, განათლება, ვაჭრობა, ეკონომიკა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით", - აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი.

დღის ამბები