06 ივლისი 2026,   13:08
ვრცლად
ანაკლიაში, საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები კონცერტით დასრულდა

ანაკლიაში, საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები დუეტ "ჯორჯიას", ლინდა ადამიას და ჯგუფ "1/4-ის" კონცერტით დასრულდა.

ზღვისპირა კურორტმა ორდღიან ღონისძიებებს უმასპინძლა. მოეწყო საფესტივალო სივრცე, ჩატარდა სპორტული და გასართობი აქტივობები.

ღონისძიებები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები