ქართული ჭიდაობის დამსახურებული მწვრთნელის, თამაზ კონჭოშვილის, სახელობის ტურნირი ჩატარდა ყვარლის მუნიციპალიტეტში. შეჯიბრება სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
შეჯიბრება საქართველოს სპორტის სამინისტროს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ტურნირს სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.