საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე.
"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის მასპინძლობა მისი პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში.
სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო კავშირები და შევქმენით გრძელვადიანი ჩარჩო უფრო ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობისთვის", - აღნიშნავს პრემიერი.