04 ივლისი 2026,   00:04
ვრცლად
ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, დემონტირებული შენობის ნაცვლად უნდა აშენდეს ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, შენარჩუნდეარსებული გეგმარებითი პარამეტრები, თუმცა არქიტექტურული გადაწყვეტები სრულად უნდა განახლდეს თანამედროვე საგანმანათლებლო, ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო მასალა მოიცავსარქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტებს, წინასაპროექტო კვლევებს,გარემოსდაცვით და სოციალურ დოკუმენტაციას.

დღის ამბები