ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ქალაქში ერთდროულად 15 სკვერი განახლდა. მიმდინარე პროცესს ქუთაისის დელეგატი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოებისათვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მილიონამდე ლარი გამოიყო. სკვერებისა და პარკების მოწყობა-განახლების პროცესი ქუთაისში მომავალშიც იგეგმება, მათ შორის ისეთ უბნებში, სადაც აქამდე რეკრეაციული სივრცეები საერთოდ არ არსებობდა.