30 ივნისი 2026,   19:18
ვრცლად
"პეტერ ფიშერი არის გერმანული დიპლომატიური სკოლის კლასიკური წარმომადგენელი. ასეთი ელჩი ნებისმიერ დასავლურ ქვეყანას დაამშვენებდა" - ნიკა გვარამია

დიპლომატიური მისიის დასრულება ხელისუფლებასთან დამშვიდობების გარეშე. პეტერ ფიშერს საქართველოში ელჩობის ვადა ამოეწურა. გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში მხოლოდ ის დაწერა, რომ მისია დასრულდა.

"ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა და "Auf Wiedersehen" - დაწერა ფიშერმა X-ზე. ის საქართველოში გერმანიის ელჩი 2022 წლიდან იყო.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პეტერ ფიშერი გერმანული დიპლომატიური სკოლის კლასიკური წარმომადგენელია.

"ვინ ჰკითხავს რომელიმე ელჩს აქციების დანიშვნას საქართველოში? პეტერ ფიშერი არის გერმანული დიპლომატიური სკოლის კლასიკური წარმომადგენელი. ასეთი ელჩი ნებისმიერ დასავლურ ქვეყანას დაამშვენებდა და მინდა გითხრათ, რომ ბევრი არც ყოფილა. ამიტომ, იმითი, რაც მოხდა, პეტერ ფიშერს არაფერი დააკლდა, დააკლდა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები