საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას უცხოური გავლენებისა და ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ მიმართულებით მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც აძლიერებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც აღნიშნულ სფეროს არეგულირებს.
"ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან და ჩარევებისგან დაიცვას. სწორედ ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, აძლიერებს იმ კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს, ჩვენთვის ეს ფაქტობრივად ღია თემაა. მაშინ როდესაც დავიწყეთ საუბარი უცხოური გავლენებისა და ჩარევების შეზღუდვაზე, და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს არანაირი საფრთე არ დაემუქროს, თქვენ ნახეთ, რა რეაქციები მოჰყვა ამ მცდელობებსა და ნაბიჯებს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური, რომ სწორედ კანონმდებლობა და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება. ამ შემთხვევაში საუბარი ეხება უცხოურ გავლენებს. ეს კიდევ ერთხელ დასტურია, რომ საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას, რასაც ჰქვია უცხოური გავლენები და ჩარევები", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაკა ბოჭორიშვილამა.