პრემიერ-მინისტრს ყოველწლიური მოხსენების დროს დეპუტატებმა ათობით კითხვა დაუსვეს. ოპონენტების ბრალდებებს კითხვების ნაწილში უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა გახარიას თანაგუნდელები გააკრიტიკეს და სპეკულაციურ განცხადებებში დაადანაშაულეს. სხდომაზე ადგილი ჰქონდა კამათსაც.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გახარიას გუნდის წევრებს მოუწოდა ნაკლები ილაპარაკონ, რადგან მეტი ლაპარაკის შემთხვევაში, საკუთარი ლიდერის კარადაში უფრო მეტ ჩონჩხს აღმოაჩენენ.
"სხვათა შორის, გავრილოვი რომ შემოვიდა საქართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ გახარია. თან, ოკუპაციის კანონი ჰქონია თურმე დარღვეულიო რომ ამბობთ, სად იყო მაშინ შს მინისტრი? ასე რომ, რაც ბევრს ილაპარაკებთ, მით უფრო ბევრ ჩონჩხს ნახავთ საკუთარი ლიდერის კარადაში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.