26 ივნისი 2026,   17:59
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის დოკუმენტი, რომელსაც ღირებულება არ აქვს ქვეყნისთვის, ის არ ეფუძნება ფაქტებს - ლევან მახაშვილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის დოკუმენტი, რომელსაც ღირებულება არ აქვს ქვეყნისთვის, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ლევან მახაშვილის თქმით, რეზოლუცია ფაქტებს არ ეფუძნება.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, გასაგებია, რომ ჩვენთვის საინტერესო არ არის. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ღირებულება არ აქვს ქვეყნისთვის, ის არ ეფუძნება ფაქტებს, ის არ ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ნებას და არ აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის შეუძლებელია უბრალოდ ამ დოკუმენტის მიღება, როგორც სერიოზული დოკუმენტის, რომელზეც დაფიქრება შეიძლება საჭირო იყოს საქართველოში," - აცხადებს ლევან მახაშვილი. 

დღის ამბები