26 ივნისი 2026,   10:23
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოში პრემიერს ელოდებიან - მთავრობის მეთაური პარლამენტში ანგარიშს წარადგენს

რამდენიმე საათში საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. მთავრობის მეთაური პარლამენტში ანგარიშს წარადგენს.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც - აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გეგმით მიმდინარეობს.

რაც შეეხება საგარეო კურსს, პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირთან ჰარმონიზაცია და NATO-ში ინტეგრაციაა დასახელებული.

წარდგენილი დოკუმენტი მოიცავს გასული წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს.

დღის ამბები