26 ივნისი 2026,   00:47
ვრცლად
26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს - ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)," - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

დღის ამბები