"ირანმა აშშ-ს აცნობა, რომ "ყალბი ახალი ამბების" მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეში მოძრავი გემებისთვის ირანი არ აწესებს და არ იღებს არანაირ გადასახადს, სადაზღვევო მოსაკრებელს ან სხვა სახის საფასურს. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება!", - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი.
ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ირანისთვის არც თანხა გადაუცია და არც მათი გაყინული აქტივები გაუთავისუფლებია.
"ჩვენ გავათავისუფლებთ ირანის კუთვნილი, ჩვენი სრული კონტროლის ქვეშ არსებული თანხების ნაწილს, რათა ჩვენი ფერმერებისა და მეცხოველეებისგან შევიძინოთ სიმინდი, ხორბალი, სოიო და სხვა პროდუქტები. ირანს სასიცოცხლოდ სჭირდება საკვები და ამ პროდუქტებს მისთვის ექსკლუზიურად შეერთებული შტატებიდან შევიძენთ", - წერს დონალდ ტრამპი.