4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან და პროკურატურასთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებზე ჟურნალისტებმა დღეს კითხვა დაუსვეს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ყველა ბრალდებულთან, რომელმაც აღიარა და მოინანია დანაშაული, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
რაც შეეხება გიორგი ჩახუნაშვილს, გენერალური პროკურორის განმარტებით, ვინაიდან მან ბრალი არ აღიარა, სასამართლოს კანონის შესაბამისად, სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა ან ალტერნატივა არ გააჩნდა.
რაც შეეხება გიორგი ჩახუნაშვილს, გენერალური პროკურორის განმარტებით, ვინაიდან მან ბრალი არ აღიარა, სასამართლოს კანონის შესაბამისად, სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა ან ალტერნატივა არ გააჩნდა.
"ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია. ამიტომ, თავისთავად, მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა.
თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა და სააპელაციო სასამართლოში მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი, - რა თქმა უნდა, თუ გაასაჩივრებენ, რადგან არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი განაჩენს არ ასაჩივრებს," - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.