24 ივნისი 2026,   20:39
ვრცლად
საქართველოს პარლამენტში ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო

საქართველოს პარლამენტში ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო. ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ, კომიტეტის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები.   

"თანამედროვე ეპოქა სავსეა ისეთი მოვლენებით, რომელიც, თავის მხრივ, აპროვოცირებს ჰიპერტენზიას: არის სტრესული გარემო, დაძაბული საინფორმაციო ველი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მძაფრი მარკეტინგი, რომელიც ადამიანის განწყობებზე, გონებაზე ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება ცხოვრების ხარისხზე. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის მზად არის ცნობიერების ამაღლების საკითხში უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებებს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.  

 

 

დღის ამბები