"პრაქტიკულად, გეუბნებიან, სუვერენიტეტის გასაღები ჩამაბარე და ისე შემოდი ევროკავშირშიო", - ასე ეხმაურება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს მიიღებს.
მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს უკვე უყურებენ როგორც არასუვერენულ და მეორეხარისხოვან ქვეყანას.
"პრაქტიკულად, გეუბნებიან, სუვერენიტეტის გასაღები ჩამაბარე და ისე შემოდი ევროკავშირშიო. აქედან გამომდინარე არ გვიკვირს სამწუხაროდ, რომ ევროსაბჭო იქნება ეს, საპარლამენტო ასამბლეა თუ სხვა ორგანო, ამ შემთხვევაში, საქართველოს უკვე უყურებენ, როგორც არასუვერენულ ქვეყანას და მეორეხარისხოვან ქვეყანას. რა თქმა უნდა, სადაც ჩვენ მიგვიჩნევენ მეორეხარისხოვან ქვეყნად, იქ არაფერი არ გვესაქმება," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც ქვეყნის მიმართ კრიტიკული პოზიციებია დაფიქსირებული. დღესვე იგეგმება ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული მსჯელობა, თუმცა შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ არის. საკითხს წინასწარ შერჩეული შემადგენლობა განიხილავს.