შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი შვეიცარიაში გაემგზავრა. ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებს გამართავს. ვენსის განცხადებით, ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტები ირანთან ბირთვული პროგრამის მიმართულებით პროგრესის მიღწევა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა.
ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ მოლაპარაკებებში უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა იქნება ჩართული, რაც რეგიონში არსებული კრიზისების მუდმივი კონტროლის აუცილებლობით არის განპირობებული.
"მოლაპარაკებებზე ჩვენ გვეყოლება უმაღლესი დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. შვეიცარიაში მხოლოდ ერთი ან ორი დღით შევძლებ დარჩენას, ტექნიკური გუნდი კი ცხადია, ადგილზე დარჩება. იმედი მაქვს, რომ ირანის ბირთვული მასალების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება.
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხში წინსვლაა. ლიბანი კვლავ გახდა ისრაელის მხრიდან, სარაკეტო იერიშების სამიზნე და ამ ვითარებაში მუდმივი კონტროლია საჭირო. ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებზეც კონცენტრირებული ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ირანელებსაც ექნებათ საკითხები, რომელთა განხილვაც სურთ," - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.